საზოგადოება
დღეს კომენდანტის საათის მოქმედების დრო შეიცვალა
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ნაცვლად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდისა. გამონაკლისი აღდგომის დღესასწაულისთვის დუშვეს, რომ მორწმუნეებმა ტაძრებში ღამისთევით მისვლა შეძლონ. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. 

„როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |