საზოგადოება
კოთელიაში სამ ახალგაზრდას ეძებენ
ახალქალაქის სოფელ კოთელიაში სამ ახალგაზდას მეორე დღეა ეძებენ. მათგან ორი ადგილობრივია, ერთი - თბილისელი.

როგორც ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდები თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით აპირებდნენ, რომელიც ტყეზე გადის. ბოლოს ისინი თეძამის ხეობის შესასვლელთან ნახეს.

დაკარგულებთან ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ტყეში, საიდანაც ისინი დაბრუნებას აპირებდნენ, შესაძლებელია ტელეფონი არ იჭერს.

დაკარგული ახლობლების თქმით, მათ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს. 
| Print |