საზოგადოება
დაკარგული ახალგაზრდები იპოვნეს
ორდღიანი ძებნის შემდეგ, თეძამის ხეობაში სამივე ახალგაზრდა ადგილობრივებმა იპოვეს.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი სოფელ ლევიტანას მიმდებარედ ჭაობში იყვნენ ჩაფლულები და ვერ ახერხებდნენ ამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებდნენ. დაკარგული ახლობლების თქმით, მათ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.
| Print |