საზოგადოება
ასპინძის სოფელ ჭობარეთში საქონელი დაიკარგა
ასპინძის სოფელ ჭობარეთში 50-მდე სულ საქონელს ეძებენ. პირუტყვი სადგომიდან გვიან ღამით გავიდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი ძებნა დილიდან დაიწყო. მერის წარმომადგენლის თანაშემწის თქმით, დაკარგული საქონლის ნაწილი უკვე იპოვეს. 

„სოფლის მაცხოვრებლებს 150-მდე სული საქონელი ერთად გვყავს, მწყემსს მიბარებული. 50-მდე სული დაიკარგა, დასცხათ და გადაანგრიეს სადგომის ღობე. ნაწილი ვიპოვეთ, სოფლის შემოგარენში იყვნენ. დანარჩენებიც დაახლოებით ვიცით სად არიან. დავრეკეთ აქეთ-იქით და წასულები არიან ჩამოსაყვანად“, - ამბობს შოთა ინასარიძე.

ეხმარებიან თუ არა სოფლის მოსახლეობას შსს-ს თანამშრომლები და დაიწყო თუ არა მოკვლევა - ინფორმაციას უწყებისგან ველით.

| Print |