საზოგადოება
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს სასაფლაოზე შესვლა აკრძალულია
დღეს, სამ მაისს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ტრადიციისამებრ, აღდგომის მეორე დღეს მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა ორი წელია სასაფლაოზე შესვლა იკრძალება. პროცესს სამართალდამცველები აკონტროლებენ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, 2, 3 და 4 მაისს სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 30 აპრილს მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.
| Print |