საზოგადოება
ასპინძაში დაკარგული პირუტყვი იპოვეს
50-მდე სული საქონელი, რომელსაც სოფელ ჭობარეთის მოსახლეობა და პოლიცია ეძებდა, იპოვეს. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პატრონთან დააბრუნეს უკლებლივ ყველა მსხვილფეხა რქოსნი პირუტყვი, შესაბამისად, გამოძიების დაწყების აუცილებლობა აღარ დამდგარა. 

ადგილობრივების თქმით, პირუტყვს დასცხა და სადგომის ღობე გვიან ღამით გაანგრია.
| Print |