საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარს, ერთჯერადად მიიღებენ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

ამის გარდა, ომის ვეტერანებს ერთჯერად ფულად საჩუქარს მუნიციპალიტეტის მერიები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ყოველწლიურად გადასცემენ.
| Print |