საზოგადოება
ახალციხეში ავტოფარეხი იწვის (ფოტო)
ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი ავტოფარეხს მოედო. პირველადი ვერსიით, ხანძარი ელექტროენერგიის გაყვანილობიდან გაჩნდა. ამის გამო, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე ორი სახანძრო მანქანა და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
| Print |