საზოგადოება
ახალციხეში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
ორკვირიანი უქმეები დასრულდა. დღეიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, ასევე ნებადართულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. 

ახალციხის სოფლების მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს მიკროავტობუსებმა. შპს "ჯეოტივის' დირექტორის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მუშაობა განაახლა საქალაქომაც. 

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.
| Print |