საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მთავარსარდალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს თბილისში გადმოასვენებენ
საფრანგეთიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს თბილისში გადმოასვენებენ.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 26 მაისს გენერალს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

საფრანგეთიდან გადმოსვენების შემდეგ გენარალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
| Print |