საზოგადოება
ახალციხის ციხის, ცენტრალური პარკისა და ქუჩების რეაბილიტაცია დაიგეგმა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია. პროგრამის გარდა, ახალციხის ციხეზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მოეწყობა ცენტრალური სკვერი.

ახალციხეში გამართულ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

| Print |