საზოგადოება
უპასუხოდ დარჩენილი მუშები შრომით უფლებებს ეცნობიან
ბორჯომში დილიდან დაწყებული საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გრძელდება. მუშები ამ დრომდე ელიან ხელმძღვანელობისგან პასუხს. ქარხნის გარეთ მყოფი თანამშრომლები შრომის კანონს ხმამაღლა კითხულობენ, სადაც დასაქმებულთა უფლებებია გაწერილი.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. მისი ინფორმაციით, გაფიცვამდე კომპანიას და დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარეობდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

ქარხნის მუშების ინფორმაციით, კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია. 

საპროტესტო აქცია 18 მაისს, 10 საათიდან დაიწყო. ქარხნის 350-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობებისა და სახელფასო ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
| Print |