საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების აქცია ხვალ ყვიბისში განახლდება
ბორჯომის #1 და #2 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის მეორე დღე დასრულდა. აქციის მონაწილეები პროტესტს ხვალ, 20 მაისს განაახლებენ. მუშებმა შეკრება დილით, 09:00 საათზე დააანონსეს, შემდეგ კი აპირებენ ქალაქის ქუჩები მანქანებითა და სიგნალებით შემოიარონ, მოქალაქეებს კი მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. 

14:00 საათზე კი აქცია მეორე ქარხანასთან, ყვიბისში გაიმართება.

პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან რამდენიმე გაფიცული ღამეს გაათევს, რადგან აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, ღამით კომპანიამ დისტრიბუციის მანქანები შენობაში შეუშვას და "ბორჯომი" გაიტანონ. 

ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ადგილზე კარვებიც გაშალეს. მომხდართან დაკავშირებით „აიდიეს ბორჯომი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.
| Print |
თეგები: აქცია / გაფიცვა /