საზოგადოება
ახალციხელმა ნანული კაპანაძემ ლოტოში საპრიზო თანხა მოიგო
ახალციხის სოფელ კლდეში მცხოვრებმა ოჯახმა ლოტოში 33 592 ლარი მოიგო. ყოველდღიურ ლოტო ,,5/35 - ოქროს ბურთში’’ საპრიზო კატეგორიის თანხა გათამაშდა და დოლურიდან ამოსული ციფრები ნანული კაპანაძის მიერ შერჩეულ რიცხვებს დაემთხვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს. 

"ლოტოს მე და ჩემი მეუღლე სისტემატურად ვთამაშობთ, ციფრების დაწერა ყოველთვის მე მევალება, იმ დღესაც ჩემმა მეუღლემ რომ მითხრა ციფრები შეავსეო, ვუპასუხე - დამანებე თავი ამ შენი ლოტოთი-თქო და სწორედ იმ დღეს მოვიგეთ 33 592 ლარი! უზომოდ ბედნიერია მთელი ოჯახი, მოგებულ თანხას, ჯერ არ ვიცით როგორ დავხარჯავთ’’, - ამბობს გამარჯვებული.

65 წლის ნანული კაპანაძე სოფელ კლდეში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით სტომატოლოგია და ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.

"როდესაც გავიგეთ რომ ოქროს ბურთში მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მხოლოდ მაშინ გადავამოწმეთ შეძენილი ბილეთები. ჩემმა მეუღლემ დამიძახა, მოდი ნახე მგონი 33 ათასი ლარი მოვიგეთო, ციფრები დაემთხვა, შემდეგ ცხელ ხაზზე დავრეკეთ და მართლა ჩვენ არ აღმოვჩნდით მოგებულები
’’.

ლოტოში მოგბული 33 592 ლარი ნანული კაპანაძის ოჯახს კომპანიამ უკვე გადასცა.
| Print |