საზოგადოება
გაფიცვის მესამე დღე და მუშების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები - პროტესტი გრძელდება
ბორჯომში, გაფიცული მუშების მსვლელობა დასრულდა. ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა პირველიდან მეორე ქარხნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

გაფიცულ მუშებს შეხვდა სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ბორჯომის ბიუროს წარმომადგენელი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოლაპარაკებისკენ, თუმცა ქარხნის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკების მაგიდას პროფკავშირების წარმომადგენლის გარეშე არ მიუსხდებიან.

გაფიცულების თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ისინი შეკრებას ხვალაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი #1 და #2 ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ნორმალურ სამუშაო პირობებსა და ხელფასის გაზრდას ითხოვენ. 400-მდე თანამშრომელი ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ, რასაც კომპანია არ ანაზღაურებს.
| Print |