საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა - Freedom House
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც “გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების” (Nations in Transit) მდგომარეობას მიმოიხილავს, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.

რეიტინგი 1-დან 7 ქულამდე შკალას ეფუძნება, რომელზეც 1  დემოკრატიის ყველაზე დაბალი დონის, ხოლო 7 უმაღლესი შეფასებაა. საქართველო წელს, ისევე როგორც წინა წლების ანგარიშებში, ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ხვდება. თუმცა მისი ქულა წინა წელთან (3.25) შედარებით გაუარესებულია და 3.18-ს შეადგენს.

“Nations in Transit” აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. 2021 წლის ანგარიში 2020 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიში აფასებს თითოეულ ქვეყანას 7 ინდიკატორის მიხედვით:
  • ეროვნული დემოკრატიული მმართველობა
  • საარჩევნო პროცესი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • დამოუკიდებელი მედია
  • ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • კორუფცია
“საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმასთან, რაც იყო ათწლეულის წინ, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია მოვიდოდა ხელისუფლებაში საყოველთაო იმედგაცრუებისა და ავტოკრატიული ნიშნების ზრდის ფონზე”, - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.
| Print |