საზოგადოება
ქართული ქვევრი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტად აღიარეს
ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილს, ქვევრს მორიგი სტატუსი მიენიჭა. ამჯერად მან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიიღო.

ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - რაც ამ მეთოდის უნიკალურობის აღიარებაზე მეტყველებს.

,,იუნესკოს აღიარებამ პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. თვითონ ქვევრს, რომელიც ღვინის ხარისხს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს რა თქმა უნდა დიდი ყურადღება ჭირდება. ქვევრი, როგორც არასასურსათო პროდუქტი, პირველია საქართველოში, რომელსაც გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი გააჩნია. ეს ფაქტი ძალიან შეუწყობს ხელს ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ" - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
| Print |