საზოგადოება
გადავალთ რადიკალურ ზომებზე - ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები
ბორჯომის ჩამოსასხმელი #1 და #2 ქარხნის თანამშრომლების პროტესტის მეშვიდე დღე. აქციის მონაწილეები კვლავ ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 300-მდე გაფიცული თანამშრომელი დღეს ისევ #1 ქარხანასთან შეიკრიბა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა.

მათი თქმით, თუ ხელმძღვანელობა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტი სულ უფრო რადიკალურ სახეს მიიღებს. ისინი ქარხნის ბლოკირებას მოახდენენ და გზებს გადაკეტავენ.

ამის გარდა, გაფიცული მუშები 25 მაისს აქციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან გამართავენ. ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი პრობლემით სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა.

| Print |