საზოგადოება
IDS ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები ხვალ ქარხნის ბლოკირებას აპირებენ
ბორჯომის ჩამოსასხმელი #1 და #2 ქარხნის თანამშრომლები პროტესტის მერვე დღეს შენობის პიკეტირებას აპირებენ. აქციის მონაწილეები კვლავ ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 300-მდე გაფიცული თანამშრომელი 24 მაისს ისევ #1 ქარხანასთან შეიკრიბა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა.

უპასუხოდ დარჩენილი აქციის მონაწილეები 25 მაისს, დილიდანვე ქარხნის ბლოკირებას მოახდენენ, ადმინისტრაციას შენობაში არ შეუშვებენ და გზებს გადაკეტავენ.

ამის გარდა, გაფიცული მუშები 25 მაისს აქციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან გამართავენ. ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი პრობლემით სახელმწიფო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა.
| Print |