საზოგადოება
მოლაპარაკება ახალ ხელმძღვანელობასთან გაიმართება - ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები (ვიდეო)
პროტესტის მერვე დღეს კომპანია " ბორჯომის"დირექტორი შეიცვალა. ხვალიდან ის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნები სრულად გაჩერდა, რადგან 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელი 18 მაისს გაიფიცა. 400-მდე გაფიცულის მოთხოვნა არ შეცვლილია - ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International-ის ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია 2012 წელს 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.


| Print |