საზოგადოება
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები დილიდან დაიწყო, მაგრამ არა ახალციხეში. კორონავირუსის გამო, მეორე წელია ეროვნულ დღესასწაულს ქალაქი მოკრძალებულად, დროშების გამოფენით აღნიშნავს. 

წელს ფიცის დადების ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ფარავნის ტბაზე - ფოკასთან, სვანეთში, მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან.

ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.

20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 
| Print |