საზოგადოება
სომხეთსა და აზერბაიჯანში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ცვლილება აზერბაიჯანში 31 მაისიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

პირველი ივნისიდან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება სომხეთში. პირველი ივლისიდან კი მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორივე დოზით იქნებიან ვაქცინირებული, ნიღბის გარეშე გადაადგილებას დახურულ სივრცეშიც შეძლებენ. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 60% კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აიცრება, ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება.
| Print |