საზოგადოება
ერთადერთი ინტერვიუ გიორგი კვინიტაძესთან, რომელიც მის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრეა ჩაწერილი
საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუ, რომელიც 1968 წლის მაისში, გენერლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი.

ამ ინტერვიუს ჩაწერისას გიორგი კვინიტაძე 95 წლის იყო. მას „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი კარლო ინასარიძე ესაუბრება.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს გადმოასვენეს.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

| Print |