საზოგადოება
კომენდანტის საათი 1 საათით შემცირდა

 

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.

„სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ.

 

| Print |