საზოგადოება
ახალციხეში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება
10 ივნისს, ახალციხეში, CENN-ის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, (რუსთაველის ქ. 113) 10 ივნისს, 11:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში.

ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 43 მცირე და საშუალო ბიზნესი 200-ზე მეტ ვაკანსიასა და სტაჟირების პროგრამას წარმოადგენს. ფორუმში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად, მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. ასევე, კომპანიები, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოცხადდებიან ფორუმზე, შეეძლებათ ონლაინ პლატფორმის საშუალებით შეხვდნენ კანდიდატებს.

ორგანიზატორების თქმით, დასაქმების მაძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაიღონ პროფესიონალური ფოტოსურათი და გამოიყენონ შემდგომში დასაქმების მიზნით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 5 ივნისის ჩათვლით, დარეგისტრირდნენ ბმულზე წინასწარი კონსულტაციისთვის, რაც ითვალისწინებს ფორუმამდე შემდეგი სერვისების მიღებას: CV-ს შედგენა, გასაუბრების ტექნიკის სწავლება, კონსულტირება.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით. 

საკონტაქტო პირია პროექტის მენეჯერი მარიამ ხერგიანი ტელ: 555 18 31 13. 
e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

| Print |