საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიებისთვის შსს-ს 2 წლის წინ მიმართეს
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სააგენტომ მიმართა, ხოლო ბავშვები რომლებიც გამოძიების მიერ იქნა გამოკითხული, პანსიონიდან გადაყვანილი არიან.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ახალი ბავშვების მიღება არ ხდება. 2016 წელს პანსიონში 127 ბავშვი ირიცხებოდა, დღევანდელი მონაცემებით კი 53 ბავშვია. ამის შესახებ მერი მაღლაფერიძე „აიპრესთან” საუბრობს. 

"ის რომ ექვსმა ბავშვმა გადაყვანა მოითხოვა, ამაში სენსაციური არაფერია. დასახელებული მიზეზი ჩემთვის ძალიან ლეგიტიმურია. რადგან პანსიონი ცოტა შორსაა, სოფლად არის, ქალაქთან ახლოს უნდათ ყოფნა. მათი ასაკი 10-დან 17 წლამდეა. ბავშვების აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2016 წელს 127 ბავშვი იყო განთავსებული და ახლა მათი რიცხვი 53-მდეა ჩამოსული, ანუ, ყოველწლიურად ბავშვების რაღაც ოდენობა იცვლის ზრუნვის ფორმას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბავშვების ჩარიცხვა ამ დაწესებულებაში არ ხდება".

მერი მაღლაფერიძის თქმით, ბენეფიციარებმა სოციალურ მუშაკთან თქვეს, რომ პანსიონის დატოვება უნდოდათ, ამიტომ ისინი ზრუნვის ფორმას შეიცვლიან. ბავშვთა სახლი უკვე დატოვეს იმ ბავშვებმა, რომლებიც გამომძიებლებმა გამოკითხეს. 

"ბავშვები, რომლებიც გამოძიების მიერ იქნა გამოკითხული, იმ წუთიდან, როგორც კი გამოძიება დაიწყო, აღარ ირიცხებოდნენ ნინოწმინდის პანსიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია იმისთვის, რომ გამოძიება იყოს დამოუკიდებელი. შეუძლებელია ბავშვი რაღაცას ამბობდეს დაწესებულების რომელიმე თანამშრომელზე და მასთან ერთად აგრძელებდეს ცხოვრებას.

სააგენტოს ინფორმაციით, შსს-ს პანსიონში სავარაუდო დანაშაულების შესახებ 2019- 2020 წლებში თავად შეატყობინეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. 

"ერთი შემთხვევა საკმაოდ ძველია და გამიჭირდება საუბარი, ერთი კიდევ არასრულწლოვანის მიერ დაფიქსირებული ძველი ფაქტია, მაგრამ, 2 შემთხვევა უშუალოდ სააგენტოს მიერ იქნა გადაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დასაწყებად. ბავშვი რომ გეუბნება, რაღაც ხდება, სადაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებია, შენ უნდა გააკეთო შეტყობინება და უნდა იმოქმედო კანონის შესაბამისად.

სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალურად 53 ბავშვი ირიცხება. აქედან რვა ბენეფიციარი 6-დან 8 წლამდეა. 45 ბავშვი კი 10-დან 17 წლამდე ასაკისაა. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე გამოძიება ორი - ძალადობის და გაუპატიურების
მუხლებით მიმდინარეობს. დეკანოზი ფილიპე აბაშიძე "მეცხრე არხთან" ადასტურებს, რომ ბავშვების მიმართ მკაცრ მოპყრობას ადგილი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა და ის აღმზრდელები სამსახურიდან გაუშვეს. რამდენიმე აღსაზრდელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სახლში წასვლა უნდა. ასევე ადასტურებენ, რომ გაკვეთილების დროს აღმზრდელები სკოლის დერეფანში ელოდებიან

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილში ვერ მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა სახალხო დამცველის წარმომადგენლები არც მეორედ შეუშვეს

პანსიონის ადმინისტრაცია ამას მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ხსნის. სხალთის ეპისკოპოსი ამბობს, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 25 °C
img
ადიგენი 26 °C
img
ბორჯომი 25 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 16 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7815
EUR
EUR
1
2.8473
RUB
RUB
100
2.8348
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6753
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosbetebetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomsekabetkavbetbettiltjojobetSlot Maxwinmarsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetsafirbetjojobetkralbetsafirbetsafirbetsafirbetholiganbet girişsafirbetsekabetsafirbetonwinsafirbetbetebetsahabetsafirbetsafirbetmatadorbetsafirbetgrandpashabetsafirbetnakitbahiscratosslotsafirbetpiabellacasinosafirbetmeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetsekabetjojobetgalabetnakitbahismeritkingbettiltsafirbetimajbetjojobetjojobetsafirbetmatbetsafirbetdinamobetsafirbetsafirbetcasibomsafirbetmobilsafirbetjojobetimajbetgalabetmatbetonwintumbettümbetbaywin girişbaywinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopxslotbetbetkanyon giriş