საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი კიდევ 10-მა ბავშვმა გამოთქვა
ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. ინფორმაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გაავრცელა. როგორც სააგენტო იუწყება, ეს მათთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა  ბავშვთა ზრუნვის სამსახურის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.

უწყების განმარტებით, პანსიონი უკვე დატოვა 6-მა ბავშვმა და ისინი მათი ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ზრუნვის ფორმაში გადაიყვანა.

"იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

"გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც", - აღნიშნავენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
| Print |