საზოგადოება
ნინოწმინდის ბავშვთა სახლი ერთმა აღსაზრდელმა დასთან ერთად დატოვა
ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვები ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდება.

არასრულწლოვანი ბენეფიციარების თქმით, ისინი სახალხო დამცველის მათთან შესვლის წინააღმდეგი არიან. 

,,რამე მეთოდი რომ იყოს აქ ძალადობის ვიტყოდი რა... რა შემაშინებდა, ვერ ვიტყოდი რამე რომ ყოფილიყო აქ? გუშინ საჭმელი არ შემიჭამია, ვნერვიულობ ძალიან..."

,,სკოლაში მრცხვენია, რომ მივდივარ... იმ შვიდი წლის ბავშვზე რომ იგონებენ მოკლესო და შავი მანქანით გაიყვანესო... ვერ შენიშნავდნენ, რომ მოკლეს და დათვლაში აღარ იქნებოდა?"

შეგახსენებთ, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ინფორმაციით, სხალთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წელში კი პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 4 საქმეა აღძრული 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით.

უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგისთვის ომბუდსმენის შეშვებას და იქიდან ბავშვების გამოყვანას ითხოვს.

4 ივნისს, დაახლოებით 9:00 სთ-იდან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, სამართალდამცცელები და სოციალური მუშაკები შევიდნენ. ამ დროისათვის (14:00) პანსიონიდან არცერთი მათგანი არ გამოსულა. ასევე, ამ დროის განმავლობაში, ბავშვთა სახლი დატოვა ერთმა ბენეფიციარმა დასთან ერთად. ბავშვთა სახლის აღსაზრდელების განმარტებით, ის სრულწლოვანი გახდა და მამამ პანსიონიდან ამის გამო წაიყვანა, და კი რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდება.

| Print |