საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს კომისია, დეპუტატები და მეუფე მივიდნენ
საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მდგომარეობის შესასწავლად კომისია შექმნა, რომლის ორი წევრი - ედიშერ ქარჩავა და ვეფხია ოდიშარია ნინოწმინდაში ჩავიდა. პანსიონში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ დარღვევების შესახებ საპატრიარქოსთვის წერილობით არავის მიუმართავს, შესაბამისად ბავშვთა სახლში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ნინოწმინდაში ჩავიდნენ დეპუტატები - ბექა ოდიშარია და შალვა პაპუაშვილი. მდგომარეობის გასარკვევად ადგილზე მივიდა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). მისი თქმით, ექვსი აღსაზრდელი სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ თან ახლავს ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი.

| Print |