საზოგადოება
დაპირების მიუხედავად, ახალციხეში ორმულები არ ამოუვსიათ
ქალაქ ახალციხეში რამდენიმე თვეა მოქალაქეები ცენტრალური ქუჩების მდგომარეობაზე ჩივიან. ორმოები გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნის ისეთ ადგილებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.

გაზაფხულზე ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ გამოამინდებას ელოდნენ. გზებზე არსებული ორმულები კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ მოწესრიგდებოდა.

მას შემდეგ ორი თვე გავიდა, ამორტიზებული გზები კი არავის მოუწესრიგებია. ახალციხის მერი ამბობს, რომ ცენტრალური გზები მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთებისას დაზიანდა, შესაბამისად მისი მოწესრიგებაც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ვალდებულებაა. 

ზაზა მელიქიძის თქმით, კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, ამიტომ გზების რეაბილიტაცია მომავალ კვირაში დაიწყება.

ახალციხეში, ცენტრალური ქუჩების - რუსთაველისა და კეცხოველის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა. პროექტზე 1 554 321 ლარი დაიხარჯა.
| Print |