საზოგადოება
ანასთვის - ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება
ახალციხეს ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი ეწვევა. დონაციის აქცია ამჯერად ანა ტაბატაძის დასახმარებლად გაიმართება.

45 წლის ანა ტაბატაძეს თვალზე სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია - რქოვანას გადანერგვა, რისთვისაც 32 ათასი ლარია საჭირო. თანხის ნაწილი მოგროვებულია და მხოლოდ 12 000 ლარი აკლია.

დონაციის აქცია სამშაბათს, 8 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. მსურველებს სისხლის ჩაბარება დილის 10 საათიდან შეუძლიათ.

ანა ტაბატაძემ 5 წლის წინ წაქცევისას თავის ტრამვა მიიღო, რამაც მხედველობის დაკარგვა გამოიწვია. არასწორი მკურნალობის გამო, ერთი თვალიდან მხედველობა სრულად დაკარგა, მეორეზე კი დაუდგინდა დაავადება გლაუკომა. ოჯახი იმედოვნებს, რომ ოპერაციის შემდეგ ანა ტაბატაძე ერთი თვალიდან მაინც შეძლებს დანახვას, მეორე თვალში მხედველობა აღარ აღდგება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით - 592 43 44 22 ნათია.

ანა ტაბატაძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

  • საქართველოს ბანკი GE22BG0000000498924667 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე
  • TBC ბანკი GE24TB7744445061100091 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე
| Print |