საზოგადოება
ახალციხის ციხეზე სისხლის უანგარო დონაციის აქცია გრძელდება
დონაციის აქცია, რომელიც 45 წლის ანა ტაბატაძის დასახმარებლად რვა ივნისს დაიწყო, დღესაც გრძელდება. სისხლის უანგაროდ გაცემის მსურველთა სიმრავლის გამო, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის ბანკის წარმომადგენლები ახალციხეში დარჩნენ და დონაცია დღესაც გააგრძელეს.

აქციის პირველ დღეს სისხლი 100-ზე მეტმა მოქალაქემ გასცა. სისხლის ჩაბარება შეუძლია პირს, თუ დონაციიდან გასულია ორი თვე. ამდენივე დროის გასვლაა საჭირო კორონავირუსით ინფიცირებიდან.

დონაციიდან მიღებული თანხა ანა ტაბატაძის ანგარიშზე აისახება. მსურველები სისხლს დილის 10 საათიდან აბარებენ.

სისხლის ბანკი ბიოლოგიურ მასალას ახალციხის ციხის ტერიტორიაზე იბარებს. შეგროვებული სისხლი დამუშავდება და სისხლის ბანკის რეზერვში განთავსდება.

45 წლის ანა ტაბატაძეს თვალზე სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია - რქოვანას გადანერგვა, რისთვისაც 32 ათასი ლარია საჭირო. თანხის ნაწილი მოგროვებულია და მხოლოდ 12 000 ლარი აკლია.

ანა ტაბატაძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

საქართველოს ბანკი GE22BG0000000498924667 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე
TBC ბანკი GE24TB7744445061100091 მიმღები ქეთევანი ტაბატაძე.

| Print |