საზოგადოება
მეცხრე არხი დასაქმების ფორუმში ჩაერთო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმზე 300-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. 

ღონისძიების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 53 მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციიის მიერ 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების შესაძლებლობა იქნა წარმოდგენილი. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო.

ფორუმში 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
| Print |