საზოგადოება
ბორჯომში, ანტანას ვილკუტაიტი-კეტურაკისის ძეგლი გაიხსნა
ბორჯომში, ლიეტუვას რესპუბლიკის საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ანტანას ვილკუტაიტი-კეტურაკისის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ანტანას ვილკუტაიტის ძეგლი, ლიეტუვას რესპუბლიკის პირველმა ლედიმ დიანა ნაუსედიენემ და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გახსნეს.
ღონისძიებაზე მხარეებმა ისაუბრეს ლიეტუვასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ორჯონიკიძე, ბორჯომის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, მოქანდაკე ერეკლე წულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისი იყო რკინიგზის ინჟინერი,ლიეტუვას ეროვნული აღორძინების მოძრაობის გამოჩენილი ფიგურა, მწერალი და პუბლიცისტი. იგი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველი და ლიეტუველი ხალხის მეგობრობის განმტკიცების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ანტანას ვილკუტაიტი- კეტურაკისი ორი წლის განმავლობაში ბორჯომში ცხოვრობდა და ხაშური - ბორჯომის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
| Print |