საზოგადოება
დარჩება მხოლოდ ის ბავშვი, ვისაც დარჩენა უნდა - ნინოწმინდის პანსიონის ახალი დირექტორი
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლა უკვე დაიწყო. ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ პანსიონში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონდა.

ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანსიონში აღზრდის მეთოდებსა და მიდგომებს შეცვლის.

ქორეპისკოპოსის თქმით, ის ბავშვების მკაცრი დასჯის მომხრე არ არის.

მეუფე იაკობმა ისიც განმარტა, რომ საპატრიარქომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება სხალთელი მიტროპოლიტის, მეუფე სპირიდონის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანებას ხელი დღეს, 14 ივნისს მოაწერა.


| Print |