საზოგადოება
ავაშენებთ რამდენიმე სახლს სადაც იქნება ოჯახური გარემო - მეუფე იაკობი
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი დირექტორი მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაწესებულების გარდაქმნას აპირებს. როგორც ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა განაცხადა, 2022 წლის 1-ელ აპრილამდე დიდი ზომის ბავშვთა სახლები უნდა გაუქმდეს, ამიტომ მცირე ზომის დაწესებულებები მოეწყობა, სადაც ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები განაწილდებიან.

პანსიონში რჩებიან სოციალური მუშაკები. მეუფე იაკობი ამბობს, რომ სახალხო დამცველს თბილისში შეხვდება, პანსიონში კი ჯერ კიდევ არ შეუშვებს.

| Print |