საზოგადოება
ავტომობილების ნაკადის შემცირების მიზნით, ახალციხის ბაზარში მანქანით შესვლა ფასიანი ხდება
პირველი ივლისიდან ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ავტომობილით შესვლა ერთი ლარი ეღირება. გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მობილობის შემცირების და ტერიტორიის მანქანისგან განტვირთვის მიზნით მიიღო.

ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაიწყო. დირექტორის თქმით, მანქანები ორივე შესასვლელიდან შეძლებენ ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა გამოსვლა მხოლოდ ერთი - შლაგბაუმიანი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. გასვლისას მძღოლებს ერთი ლარის გადახდა მოუწევთ.

იმ პირებს, რომლებსაც თანხის გადახდა არ სურთ, ადმინისტრაცია მანქანის გასაჩერებლად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სთავაზობს. ორივე შესასვლელთან, გზის ნაპირზე პარკინგისთვის ადგილი გამოთავისუფლდება.

| Print |