საზოგადოება
„უფულობის გამო, ბავშვი ექიმთან ვერ მიმყავს“ - დავითს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
სამი თვის დავით დიასამიძეს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ტყუპისცალი დღენაკლული, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემით დაიბადა, მას სხვადსხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და ძვირადღირებული კვლევები აქვს ჩასატარებლი, ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.

„რომ დაიბადა 1% იყო გადარჩენის შანსი. ორი თვე იწვა იაშვილში, აქედან ერთი თვე მართვით სუნთქვაზე იყო. ბავშვს აქვს გულის მანკი, ღვიძლის ავადმყოფობები და თავის ტვინის კისტები, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა და ყურადღება სჭირდება. ორი დღეა სიცხე აქვს, ექიმს ველაპარაკე და რადგან თავში კისტები აქვსო, ტვინი იძლევა სიგნალს რომ სასწრაფოდ გამოსაკვლევიაო“, - ამბობს დედა მარიამ პაპიძე.

ოჯახი ახალციხეში ცხოვრობს. დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა ერთ წელში, კვლევებისთვის გასაცემი თანხა, რომელიც 800 ლარს შეადგენს, პატარა დავითს ამოეწურა. დედის თქმით, ბავშვი გამუდმებით ტირის, ამიტომ ესაჭიროება ნერვოლოგის კონსულტაციაც.

„თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ნარკოზით 780 ლარი, სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ანალიზი, ბილირუბინი, სისხლის და შრატის განსაზღვრა, ჰერპესის ანალიზი - 200 ლარამდეც ეს ჯდება. თერაპევტთან ვიზიტისთვის 80 ლარია საჭირო. თანდაყოლილი გულის მანკი აქვს, ამიტომ გული ეხოსკოპია სჭირდება, რაც 70 ლარი ღირს. ქირურგის კონსულტაცია 80 ლარი, დანრჩენი წამლების რას დაუნიშნავენ არ ვიცი. გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ლიმფული კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, გაზების და ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლის განსაზღვრა, სისხლში გერმენტების განსაზღვრა“. 

დავითის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:

TBC ბანკი: GE20TB7664445061100089
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000498807861

დანიშნულებაში მიუთითეთ - დავითისთვის.

| Print |