საზოგადოება
ახალციხელ ოჯახს ოთხი ტყუპი ეყოლა
დავითი, დანიელი, მაქსიმე და მართა - თეონა გოგოლაურს და მიშა კაპერსკის ოთხი შვილი შეეძინათ. სამი ბიჭი და ერთი გოგო კლინიკა პინეოში დღეს, 17 ივნისს, საკეისრო კვეთით დაიბადა.

ექიმების თქმით, ორსულობა ბუნებრივი გზით დადგა.

30 წლის ახალბედა დედა და ოთხივე ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" თეონასა და მიშას ულოცავს მშობლის სტატუსს.


შენიშვნა: ფოტო არ ეკუთვნის ახალშობილებს, აღებულია ერთ-ერთი ვებ-გვერდიდან.
| Print |