საზოგადოება
ახალციხეში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ჩატარდა
30 ახალციხელი ახალგაზრდა ინტელექტუალურ თამაშში - "რა? სად? როდის?" ჩაერთო. ღონისძიება ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა. მასში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვება გუნდმა - golden team მოიპოვა, რომლის წევრებმაც 24-დან 19 კითხვას სწორი პასუხი გასცეს. 

თამაშის ორგანიზატორი ახალციხის SKYE კლუბია, რომელიც „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის პროექტის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაა. ამავე პროექტის ფარგლებში SKYE კლუბი შეიქმნა ადიგენსა და ასპინძაშიც, ინტელექტუალური თამაში ამ მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

ღონისძიებაში ჩართვა შეეძლო 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდას. მონაწილეები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ.

| Print |