საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ნინოწმინდაა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი  ნინოწმინდის სოფელ სამებასთან 10 კმ-შია. ამავე ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. 

სამცხე-ჯავახეთი სეისმურად აქტიური რეგიონია, თუმცა შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ხშირ შემთხვევაში, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაა.
| Print |