საზოგადოება
საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესების მოთხოვნით ახალციხის საკრებულოში პეტიცია შეიტანეს
ახალციხეში მცხოვრები 360 მოქალაქის ხელმოწერა საკრებულოშია. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის გაზრდას და კეთილმოწყობილი ავტობუსების დამატებას ითხოვენ. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარმომადგენლობით ორგანოში პეტიცია შეიტანა, რომელსაც ხელს ამომრჩევლის 1% - 360 ადამიანი აწერს.

ორგანიზაციის კოორდინატორის თამუნა უჩიძის თქმით, ახალციხის საქალაქო ავტობუსი არ არის გამართული, მოძრაობის განრიგი ხშირად ირღვევა, მუშაობას ასრულებს სამუშაო საათების დასრულებისთანავე.

საკრებულოს აპარატს სამი დღე სჭირდება რომ ხელმოწერები შეამოწმოს. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი არ აღმოჩნდება, პეტიციას დაარეგისტრირებენ და მას საკრებულო განიხილავს.

| Print |