საზოგადოება
აბასთუმანში სეტყვამ ავტომობილების ფანჯრები ჩაამტვრია
ათობით დაზიანებული ავტომობილი და ჩალეწილი მინები - ასეთია სეტყვის შედეგი აბასთუმანში. ორ ივლისს მოსულმა სტიქიამ ძირითადად, მანქანები დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სეტყვა აბასთუმანში ჯერ არ მოსულა.

"ყინულის ნატეხები ცვიოდა, ძალიან დიდი ზომის. ცენტრში ყველა მანქანა ასეთ დღეშია, მინები ჩალეწილი და დაბზარული, "ჟეშტი" ყველასი გაფუჭებულია. მინები დაუფშვნა მანქანებს და აღარ ვარგა, ხალხი გიჟს ჰგავს. ზედა აბასთუმანშია ასეთი მდგომარეობა, კურორტის ქვედა ნაწილში არ ყოფილა ძლიერი სეტყვა", - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ორ ივლისს მოსულმა ნალექმა ქალაქი ახალციხე და რამდენიმე სოფელიც დასეტყვა. სტიქიამ მოსახლეობას ხეხილი და ვენახი გაუნადგურა.
| Print |