საზოგადოება
სეტყვამ სახლის სახურავები დააზიანა - ვინ აანაზღაურებს ზარალს

 

ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში ორ ივლისს მოვიდა, ხეხილთან და ნათესებთან ერთად, შენობების სახურავებიც დააზიანა. მერიის ინფორმაციით, სოფელ ბოგაში რამდენიმე სახლის სახურავია დაზიანებული. გარდა ამისა, სოფლებში კლდეში, მინაძეში, ღრელსა და ჭაჭარაქში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ზარალს ითვლიან და ამის შემდეგ გადაწყდება, ვის და რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ.

„მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ზარალის შესწავლა, რომელსაც განიხილავს კომისია და მოხდება შესაბამისი დახმარების აღმოჩენა“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ორი ივლისის სტიქიამ ადგილობრივები და დამსვენებლები დააზარალა კურორტ აბასთუმანშიც. სეტყვამ ავტომობილის მინები ჩაამსხვრია.

 

| Print |