საზოგადოება
ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებას ახალციხეში "ტოლერანტი" დააკვირდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ, ნარჩენების მართვის ხუთწლიან სამოქმედო გეგმას მონიტორინგს ასოციაცია „ტოლერანტი“ გაუწევს. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს გადაამზადებს. ამის გარდა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია იპოვის ხარვეზებს, რომელიც გეგმის შესრულებისას გამოიკვეთება.

ერთწლიანი პროექტი „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ფინანსდება და ახალციხის მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტის პრეზენტაცია ასოციაცია „ტოლერანტმა“ ადმინისტრაციულ შენობაში გამართა. ღონისძიებას თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.

| Print |