საზოგადოება
დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი - მეუფე თეოდორე
,,დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი, სიყვარული ის არის, რომ ერთმანეთი დავიცვათ და არა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გავიტანოთ. ამ პატარა ჯგუფებს უნდათ გაიტანონ თავისი და ქვეყანა არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ უმრავლესობის აზრი, ოჯახების აზრი, ხელისუფლების აზრიც კი არ აინტერესებთ, ამაშია პრობლემა" - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ თბილისში, ქაშუეთის ტაძართან პარაკლისის დასრულების შემდეგ.„გვინდა შევახსენოთ ე.წ "მარშის" გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. განცხადება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებებისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.

ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა
“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სამწუხარო და მიუღებელია ძალადობრივი ინციდენტები ჟურნალისტების წინააღმდეგ. საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული განცხადებები 29 ივნისს და 3 ივლისსაც გაავრცელა. მათში კერძოდ აღნიშნულია, რომ „ღირსების მარშს“ „ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს“ და იგი არ უნდა გაიმართოს. განცხადებებში ჰომოფობიური არგუმენტებია მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
| Print |