საზოგადოება
აფხაზეთის ომის გმირის პაატა ნათენაძის საფლავზე საქართველოს დროშა აღმართეს
9 ივლისი აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლის, პაატა ნათენაძის დაბადების დღეა. ახალციხელი მებრძოლი დღეს 62 წლის გახდებოდა.

თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები სოფელ წნისში, ომში გარდაცვლილის საფლავთან შეიკრიბნენ და სახელმწიფო სიმბოლო - საქართველოს დროშა აღმართეს.

მოგვიანებით, ახალციხის ცენტრალურ პარკში ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი.

პოლიციის მაიორი პაატა ნათენაძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აფხაზეთში თავის დაქვემდებარებაში მყოფ 60 მებრძოლთან ერთად, 13 აგვისტოს გაუშვეს. მათი მთავარი მიზანი სტრატეგიული ობიექტებისა და რკინიგზის დაცვა იყო. 

ახალციხელი მეომრის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ - პაატა ნათენაძე - აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლი
| Print |