საზოგადოება
ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც - ალექსანდრე გეჯაძე
8 რიცხვშიც ჰქონდა სისხლისა და ჰაერის არსებობა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე, ვერ ვისაუბრებ, შედეგებს უნდა დაველოდოთ , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გეჯაძე აღნიშნავს, ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერების მიხედვით, „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით.

„მე არაფერს ვაპირებ. მე ვარ დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა მივიღე გვამის გამოკვლევის პროცესში. აღებული იქნა ბიომასალა, თუ ოჯახს სურვილი ექნება, შესაძლოა, გამოძიებამ საზღვარგარეთ გააგზავნოს. თუ არ ექნება, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება ექსპერტიზა. მენეჯმენტის კუთხით, მე ჩახედული არ ვარ.

ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, 8 რიცხვშიც სისხლისა და ჰაერის არსებობა ჰქონდა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე, ვერ ვისაუბრებ, კვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება არ გაუკეთებია. ინფორმირებული არ ვარ, რა ხდება ამის შემდეგ.

ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო, საზარდულოს მიდამოებში. ამასთან მიმართებაში, საბოლოოდ, ეს ინექციის კვალი იყო თუ რა იყო, კვლევა მოგვცემს საბოლოო დასკვნას. თავის რბილი საფარის ქვეშ მას ჰქონდა ლოკალური ხასიათის სისხლჩაქცევები და თვითონ თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები არ აღენიშნებოდა“
, – აღნიშნა გეჯაძემ.
| Print |