საზოგადოება
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ
"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება - იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა, ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა.
| Print |