აბასთუმანში ტყე იწვის
აბასთუმანში, ე.წ. ბერიას ღელესთან დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზე ხანძარია. ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ადიგენის მერიაში აცხადებენ, რომ ,,ტერიტორია უკვე შემობარეს და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ცეცხლი დასახლებიდან შორს გაჩნდა, რის გამოც სახანძრო მანქანებს ადგილზე მისვლა უჭირთ".
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ,,ხანძარი ლოკალიზებულია და ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს".